გორის მერია ხუთ უსახლკარო ოჯახს საცხოვრისს შეუძენს

თებერვალი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია 5 სოციალურ საცხოვრისს შეიძენს, რისთვისაც 50 000 ლარს გადაიხდის.

გორის მერია სოციალურ საცხოვრისებს იმ ოჯახებისთვის ყიდულობს, რომლებიც თავშესაფარს გარკვეული ქულების საფუძველზე დაუყონებლივ საჭიროებს, - ამის შესახებ ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 კონტეინერის შესაძენად 50 000 ლარია გამოყოფილი.

"დღეში 10-15 განცხადება მაინც შემოდის თავშესაფრის მოთხოვნაზე ჩვენთან, იმ პირების მხრიდან, რომლებიც თვლიან, რომ არიან უსახლკაროები. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც სწავლობს შემოსულ განცხადებებს, ვის შეუძლია თავშესაფრის მიღება, ვის ეკუთვნის და ა.შ. თუ დადასტურდა, რომ ამა თუ იმ ოჯახს ესაჭიროება თავშესაფარი და მერიას ამის საშუალება არ აქვს და ვერსად გამოძებნის, ამ შემთხვევაში, ასეთი კატეგორიისთვის შევიძენთ კონტეინერს, რომელიც დათბილული იქნება, უზრუნველყოფილი იქნება გაყვანილობით და ა.შ. და ვთავაზობთ გადაყვანას ამ დროებით საცხოვრისში ოჯახი. უმჯობესია, მიწის ფართი მაინც გააჩნდეს, რომ იქ ჩავუდგათ კონტეინერი. ამ დროისთვის დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გორის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 73 უსახლკარო ოჯახია", - აცხადებს გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე.

Read 1497 times Last modified on Last modified on თებერვალი 07 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი