გორის მერიამ 2018 წელს, ოჯახში ძალადობის 8 მსხვერპლზე 1 600 ლარი გასცა

თებერვალი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება წელს 100 ლარით გაიზარდა.

2018 წელს ეს თანხა 200 ლარს შეადგენდა. დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავშესაფრის მხრიდან, დასტურის შემთხვევაში, მსხვერპლებისთვის პირად ანგარიშზე ჩარიცხვით გაიცემოდა.

სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასულ წელს მერია სულ 8 მსხვერპლს დაეხმარა და მათზე 1 600 ლარი გასცა. ყველა მათგანი ქალი იყო. დავით ჩიხრაძის განმარტებით, ეს თანხა პირადი მოხმარების ნივთების შესაძენადაა გათვალისწინებული. 

"როდესაც მსხვერპლი თავშესაფარში გადაჰყავთ, მას ბუნებრივია, გარკვეული თანხები სჭირდება პირადი მოხმარების ნივთებისთვის. თავშესაფარში ცხოვრება და კვება, რა თქმა უნდა, მათთვის უფასოა, თუმცა გარკვეული თანხა ბუნებრივია ესაჭიროება თითოეულ მსხვერპლს. ჩვენ ვურიცხავთ თანხას და ის რაშიც საჭიროდ ჩათვლის, იმ მიზნით დახარჯავს. გასულ წელს 200 ლარი იყო, ახლა 300 ლარამდე გავზარდეთ. ვფიქრობთ, ესეც არ არის საკმარისი, მაგრამ ამ ეტაპზე ბუჯეტში ასეა გაწერილი", - აცხადებს დავით ჩიხრაძე.

Read 462 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი