გორის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა პედაგოგს სცემა - მხარეებმა პოლიციასთან ფაქტი უარყვეს

თებერვალი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა მასწავლებელი სცემა - აცნობეს რადიო "მოზაიკას".

წყაროს ინფორმაციით, მშობელმა პედაგოგს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც გაიგო, რომ მის შვილს მასწავლებელმა გაკვეთილზე სცემა.

"მას შემდეგ, რაც მშობელმა გაიგო, რომ მასწავლებელმა მისი შვილი გაკვეთილზე სცემა, სკოლაში მოვიდა. პედაგოგსა და მას შორის ფიზიკური დაპისრიპირებაც ამ ამბავს მოჰყვა", - უთხრეს რადიო "მოზაიკას".

არსებული ინფორმაციით, სკოლის მანდატურმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მან განყოფილებაში ჯერ მასწავლებელი წაიყვანა, მოგვიანებით კი ფაქტზე მშობელიც გამოკითხა.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, მასწავლებელმა და მშობელმა გორის სამმართველოს განყოფილებაში, გამოკითხვაზე ყოფნისას, ფიზიკური დაპირისპირება უარყვეს და თქვეს, რომ მათ შორის ადგილი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა. როგორც შსს ამბობს, გამოკითხვის შედეგად, დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. ფაქტის გადამოწმების მიზნით, პოლიციას სკოლის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეოკამერის მასალები არ ამოუღია. 

მომხადრის შესახებ საქმის კურსშია სკოლის დისციპლინარული საბჭო. როგორც სკოლის დირექტორმა გვითხრა, 10 დღის ვადაში, ისინი მოიკვლევენ, რა მოხდა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

"იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ მასწავლებელმა ბავში სცემა, ის სამსახურს დატოვებს. თუ მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, მაშინ მას გაფრთხილებას მივცემთ", - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტის შესახებ გორის რესურსცენტრმა საქმის კურსში განათლების სამინისტროც ჩააყენა.

Read 5066 times Last modified on Last modified on თებერვალი 07 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი