ურთიერთბრალდებები გუბერნატორის მოადგილესა და "თრიალეთს" შორის

თებერვალი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ შესაძლოა ტ/კ თრიალეთს სასამართლოში უჩივლოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის, - ეს განცხადება დღეს გუბერნატორის მოადგილემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. თავის მხრივ ჟურნალისტი გუბერნიას მედიასთან არასწორ კომუნიკაციაში ადანაშაულებს და მის მიმართ გაჟღერებულ შენიშვნებს არ იზიარებს. დაპირისპირება გუბერნიასა და ტ/კ თრიალეთს შორის ვიდეო სიუჟეტს მოჰყვა, სადაც გუბერნატორის მოადგილის ქონებრივ დეკლარაციაზე იყო საუბარი. 

 

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ტ/კ თრიალეთის საინფორმაციო სამსახურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ეს მოთხოვნა სიმონ გულედანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. ჟურნალისტებთან შეხვედრა გულედანმა მისივე ქონებრივი დეკლარაციების შესახებ ,,თრიალეთის“ საინფორმაციო გამოშვებაში გუშინ გასული სიუჟეტის საპასუხოდ გამართა. ის ამბობს, რომ ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალა მისი პატივის, ღირსების და საქმიანი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად.

სიუჟეტი ტ/კ ,,თრიალეთის“ დღის შემაჯამებელ გამოშვებაში 13 თებერვალს გავიდა. 6 წუთიანი მასალიდან ვიგებთ, რომ გუბერნატორის მოადგილე შვიდ მიწის ნაკვეთსა და ორ ბინას ფლობს, რომლებიც 1-1 ლარად აქვს შეძენილი. ავტორი იმასაც გვეუბნება, რომ ამავე ფასად ფასად ბინა გულედანის მეუღლესაც აქვს ნაყიდი.
გუბერნატორის მოადგილე ბრიფინგზე სიუჟეტის სწორედ ამ ფრაგმენტს გამოეხმაურა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ბინების ამ ფასად შეძენა შეძლო.

გულედანის ბრალდებები სიუჟეტის ავტორმაც მოისმინა. მალხაზ მიქელაძე ბოდიშის მოხდას არ აპირებს და აცხადებს, რომ სიუჟეტი დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა. ის მასალაზე მუშაობის პროცესსაც იხსენებს და ამბობს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად გულედანის კომენტარი ვერ მოიპოვა.

ჟურნალისტის ბრალდების საპასუხოდ, გუბერნიაში განმარტავენ, რომ სიმონ გულედანი გუშინ ქალაქში არ იმყოფებოდა, რაც შეეხება სატელეფონო კომენტარის გაკეთებას, გუბერნიის ადმინისტრაციის ცნობით, ტელევიზიისგან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა.

Read 1840 times Last modified on Last modified on თებერვალი 14 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი