გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა 7 ა(ა)იპ-ში 8 ხარვეზი გამოავლინა

თებერვალი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა გასულ წელს, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ - ების შემოწმებისას, ხარვეზები ყველა ორგანიზაციის მუშაობაში გამოავლინეს.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, შემოწმებისას გამოვლინდა შემდეგი სახის ხარვეზები:

  • ​საქმიანობის გეგმის არქონა
  • არასრულყოფილად წარმოდგენილ ანგარიშები 
  • შიდა კონტროლის სუსტი გარემო
  • არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია
  • ელექტრონული ბაზის არქონა
  • ბერკეტების არქონა საკუთარი შემოსავლების ზრდისთვის
  • ნაკლოვანებები საქმის წარმოების პროცედურებში
  • სანიტარული წერტილების მოუწესრიგებლობა

გორის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა შპს "გორის სერვისჯგუფი", ა(ა)იპ "სანერგე მეურნეობა", ა(ა)იპ "სასაფლაოების მოწყობის მართვისა და მოვლა-პატრონობის სამსახური", ა(ა)იპ "ახალბაღი", ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი", ა(ა)იპ "სპეცალური სერვისების მიწოდების სააგენტო" და გორის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური შეამოწმა.

შემოწმების მიზანი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ -ების საქმიანობის ანალიზი, შეფასება, არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში დადგენა, რისკების გამოვლენა - შეფასება და მათი პრერვენციის/აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება იყო.

Read 508 times Last modified on Last modified on თებერვალი 08 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი