გორის პოლიციამ კიბერდანაშაულზე გამოძიება დაიწყო

თებერვალი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის პოლიციამ იმ საქმის გამოძიება დაიწყო, რომლის მიხედვითაც გორში მცხოვრებ ა.ჯ. - ს ერთ - ერთი საიტიდან 2 700 ლარი მოჰპარეს. 

დაზარალებულის განცხადებით, მისმა მეუღლემ საიტზე რეგისტრაცია 5 ლარად ულიმიტო სასაუბროს შეძენის მიზნით გაიარა. შესაბამის გრაფაში საკუთარი საბანკო მონაცემები შეიყვანა და მალევე აღმოაჩინა და ანგარიშიდან თანხა ეჭრებოდა.

ამავე თემაზე: გორელმა ოჯახმა ერთ-ერთ საიტზე რეგისტრაციით 2 700 ლარი დაკარგა

ა.ჯ. -ს 18 - ჯერ მიუვიდა შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ 150 -150 ლარი იჭრებოდა მისი მეუღლის საბანკო ანგარიშიდან.

ფაქტის შესახებ მან გორის პოლიციას აცნობა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის ა ქვეპუნქტის (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია) და 284 - ე მუხლის პირველი ნაწილის (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) მიხედვით დაიწყო, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით 3 - დან 5 - წლამდე.

Read 618 times Last modified on Last modified on თებერვალი 08 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი