გორის მერიის ადმინისტრაციის სამსახურს ხელმძღვანელი აღარ ჰყავს 

თებერვალი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მანველიშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ განცხადებით გორის მერს მან დღეს დილით მიმართა.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, მერმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

შეგახსნებთ, რომ თემურ მანველიშვილმა გათავისუფლება გორის მერს უკვე მეორედ სთხოვა. თავდაპირველად, მან კოტე თავზარაშვილს თანამდებობის დატოვების შესახებ თხოვნით იანვარში მიმართა. გორის მერმა მისი პირველი განცხადება იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ მანველიშვილს შესაძლოა აზრი შეეცვალა.

Read 573 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი