გორის საკრებულოში ახლადშექმნილი ფრაქციების თავმჯდომარეები ვანიშვილი და შიოშვილი იქნებიან

თებერვალი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამატებით 2 ფრაქცია შეიქმნა. 

ფრაქცია “ქართული ოცნება- მწვანეებისა“ და “ქართული ოცნება- სოციალ დემოკრატების“ დაფუძვნების ცნობის საკითხზე საკრებულომ დღეს იმსჯელა. 

გადაწყვეტილებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და ახალი ფრაქციების შექმნა ფულის ზედმეტ ხარჯვად შეაფასა. 

“როგორ ჩანს, ამ კუთხით გადაწყვიტეს თანხების ათვისება. როგორც იცით, 2018 წელს 2 მილიონზე მეტი თანხა დარჩა ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუთვისებელი და ალბათ გადაწყვიტეს, რომ ასე აითვისონ ეს თანხები. როცა მოსახლოებას ყოველდღიურად უძვირდება ცხოვრება “ქართული ოცნება“ ახლა უკვე ,კანონის ძალით, ძარცვავს მოსახლოებას“, - განაცხადა ფრაქცია“ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ, ბექა ქორჩილავამ. 

ამავე თემაზე: ორის საკრებულოში 2 ახალი ფრაქცია იქმნება, რაც ბიუჯეტს 32 800 ლარი დაუჯდება

საკრებულოს თავჯდომარის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურია. დავით რაზმაძის თქმით, დამატებთ ორი ფრაქციის შექმნა რეგლამენტით იყო გათვალისწინებული. 

“შეიქმნა ორი ფრაქცია, რომელიც იყო გათვალისწინებული რეგლამენტით, ჩვენ მხოლოდ ის შეგვეძლო, რომ ცნობად მიგვეღო. მათ აქვთ თავიანთი მიდგომა, ამ ფრაქციებში გაერთიანებულმა ადამიანებმა მითხრეს, რომ ისევ რჩებიან “ქართული ოცნებაში“, მაგრამ იმუშავებენ გარკვეულ მიმართულებებზე. მათი თქმით, ყურადღებას უფრო მეტად სოციალურ საკითხებზე გაამახვილებენ“, - ამბობს დავით რაზმაძე 

ახლადშექმნილ ფრაქციებში 3-3 წევრია.

ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ - დემოკრატების“ თავმჯდომარე შოთა ვანიშვილია, თავმჯდომარის მოადგილე - ივანე ნონიკაშვილი, ხოლო წევრი - დავით ადუაშვილი. 

ფრაქცია “ქართული ოცნება - მწვანეები“ თავმჯდომარე გიორგი შიოშვილია, თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ გიგაური იქნება, ხოლო წევრი - ხვიჩა ხიხალაშვილი.

Read 336 times Last modified on Last modified on თებერვალი 08 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი