Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 08 თებერვალი 2019 18:54

რა ვითარებაა გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში

Rate this item
(0 votes)

გორის დროებითი მოთავსების იზოლატორი პოლიციის შენობაშია განთავსებული. ამ დროისთვის, იზოლატორში 2 ადამიანი იმყოფება.

დროებითი მოთავსების იზოლატორის და იქ არსებული პირობების შესახებ რადიო "მოზაიკა" შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადეგენელს ესაუბრა.

სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში 5 საკანია და ის ჯამში, 10 პირზეა გათვლილი.

იზოლატორი აღჭურვილია ვიდეო - სამეთვალყურეო სისტემით, რომელიც პირველად 2013 წლის დასაწყისში დამონტაჟდა. 2018 წელს კი, სამინისტრომ ისინი ახლით ჩაანაცვლა.

იზოლატორი ამ ეტაპზე არასრულწლოვნებზე და შშმ პირებზე მორგებული არ არის, თუმცა როგორც სამინისტროში ამბობენ, შესაბამისი გარემოს შექმნისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, სადაც 4 ექიმი ასრულებს მოვალეობას.

რაც შეეხება კვებას, იზოლატორში მოთავსებულ პირებს საკვები მიეწოდებათ დღეში სამჯერ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

აღნიშნული იზოლატორი 2010 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს. ის ბოლოს 2018 წლის დასაწყისში გარემონტდა. არსებული ინფორმაციით, მაშინ მას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარეს, იქამდე კი 2015 წლის ბოლოს იზოლატორი საფუძვლიანად გაარემონტეს. 

Read 1076 times