გორში ვიდეოკამერები ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მამაკაცებმა მოიპარეს

თებერვალი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ორმა პირმა გორში, სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ჯერ მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია, შემდეგ სათვალთვალო ვიდეო კამერები მოიპარა.  

შემთხვევა 6 თებერვალს მოხდა. რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ- ერთის სახლიდან მოპარული ვიდეოკამერა ნივმთმტკიცების სახით ამოიღეს.

ორივე პირი სრულწლოვანია. ჩადენილ დანაშაულს ორივე აღიარებს.

ამავე თემაზე: გორის ცენტრში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიდან სათვალთვალო კამერები მოიპარეს

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 - ე მუხლის  (ქურდობა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტის და  187 - ე მუხლის პირველი ნაწილის (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)მიხედვით მიმდინარეობს.

Read 504 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი