სუს: ქართულმა მხარემ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა მკაცრად მოითხოვა

თებერვალი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 91-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მკაცრად დააყენა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი და კატეგორიულად მოითხოვა შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემა.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 20 მარტი“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Read 535 times Last modified on Last modified on თებერვალი 08 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი