გორის საბავშვო ბაღებში გასულ წელს კვების ხარჯმა 2 მლნ ლარს გადააჭარბა

თებერვალი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018 წელს აღსაზრდელთა კვებისთვის გამოყოფილი თანხიდან 19 788 ლარი გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გაუხარჯავი დარჩა.

ამის შესახებ სკოლამდელი აღზრდის საააგენტოს წლიურ ანგარიშშია მითითებული. გეგმის მიხედვით, აღნიშნული მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2018 წელს 2 072 162 ლარი გამოიყო, თუმცა სააგენტომ კვებისთვის მხოლოდ 2 052 372 ლარი დახარჯა.

აქედან, 2018 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტომ 1 374 641 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლიდან მენიუს წახემსება დაემატა და საბავშვო ბაღები ოთხჯერად კვებაზე გადავიდნენ. ასევე შეიცვალა ხორცპროდუქტების მიწოდების გრაფიკი ახლა უკვე არა ორ კვირაში ერთხელ, არამედ ყოველკვირეულად შედის. ანგარიშის მიხედვით, აღსაზრდელებს ყოველდღიურად სასმელი რძე ან რძის შემცველი ნატურალური პროდუქტი მიეწოდებათ. ბავშვის დღიური მთლიანი კოლორაჟი კი 1292 კალორიას შეადგენს.

Read 191 times Last modified on Last modified on თებერვალი 09 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი