პატარა მეჯვრისხევის სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

თებერვალი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში სკოლის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.

შენობის პროექტირება - მშენებლობისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით პატარა მეჯვრისხევში Design-Build მეთოდით 150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა უნდა აშენდეს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს სკოლის შენობის დეტალური პროექტი და აწარმოოს სამშენებლო-სამონტაჟო, გაშვება - გამართვის სამუშაოები.

სკოლაში განთავსებული უნდა იყოს შემდეგი სივრცეები:

  • -12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია; 
  • -დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია - არქივით;
  • -სამასწავლებლო;
  • -სასწავლო ნაწილის ოთახი;
  • -ბიბლიოთეკა წიგნსაცავით;
  • -ექიმის კაბინეტი;
  • მანდატურის/დაცვის ოთახი;
  • -სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;
  • -კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი;
  • -დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
  • -რეკრეაცია;
  • -ფოიე გარდერობით, დერეფანი.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2 470 000 ლარია .

Read 1541 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი