გორის 13 საბავშვო ბაღში, სადაც გაზის სისტემებს ამოწმებენ, სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება

თებერვალი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიაში აცხადებენ, რომ იმ საბავშო ბაღებში, სადაც "სოკარ ჯორჯია გაზმა" ხარვეზები აღმოაჩინა, სასწავლო პროცესი ორშაბათს, ჩვეულებრივ განახლდება.

გორის 18 ბაღიდან 13 - ში "სოკარ ჯორჯია გაზმა" ბუნებრივი აირის სისტემებში ხარვეზები აღმოაჩინა.

ამავე თემაზე: გორის 13 საბავშვო ბაღში "სოკარმა" გაზის სისტემაში ხარვეზები აღმოაჩინა

გაზმომარაგების კომპანიამ სააგენტოს სხვადასხვა რეკომენდაციები მისცა.

საჯარო დაწესებულებებში ბუნებრივი აირის მოწყობილობების შემოწმება 5 თებერვალს გადაწყდა. შიდა ქართლის გუბერნატორი და "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები საბავშვო ბაღების, სკოლების, სამედიცინო, კულტურული და სპორტული დაწესებულებებში განთავსებული გამათბობლების შემოწმებაზე შეთანხმდნენ.

Read 319 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი