Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 09 თებერვალი 2019 18:53

გადავარჩინოთ ცუგა - ძაღლის დახმარებას, რომელსაც მანქანა დაეჯახა, გორელები ცდილობენ

Rate this item
(0 votes)

გორში, პოლიციის შენობის წინ, მანქანა ძაღლს დაეჯახა. ფაქტი პოლიციის თანამშრომლებმაც დაინახეს, თუმცა, იქ შეკრებილი მოქალაქეების განმარტებით, რეაგირება არცერთ მათგანს არ ჰქონია.

"რომ დაეჯახა, გააჩერა მანქანა, გადმოვიდა, შეხედა ძაღლს და წავიდა", - გვითხრა ერთ- ერთმა თვითმხილველმა.

ძაღლი, რომელმაც, მძიმე დაზიანებები მიიღო, მოქალაქეებმა ტროტუარზე ამოიყვანეს და გორის ცხოველთა თავშესაფართან დაკავშირება სცადეს.

მოქალაქეებმა ასევე გამოიძახეს 112 ცხოველთა მონიტორინგის სამსახური.

 

 

Read 1155 times