სოფლის პროგრამის ფარგლებში წელს, გორის მუნიციპალიტეტში 815000 ლარი დაიხარჯება

თებერვალი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების საერთო კრებები დასრულდა.

ადგილობრივებმა თემის საჭიროებები გამოკვეთეს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმეს თუ რომელ სოფელში რას მოხმარდება წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა.

აღნიშნული პროგრამა 2016 წელს გაუქმდა და წელს განახლდა, რომლის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის 815 000 ლარი გამოიყო. პროგრამის დაგეგმვისას ცენტრალური მთავრობა 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს დაეყრდნო. ამის გამო პროექტიდან ამოვარდა ისეთი სოფლები, რომლებიც სრულიად დაცლილია მოსახლეობისგან და ის სოფლები, სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს. ასეთი კი გორის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 5 - ია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს 2016 წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში გაუხარჯავი თანხა 302 706 ლარის ოდენობით დარჩა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს მეღვრეკისსა და ფხვენისში სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის არასრულად აითვისა. დარჩენილი ნაშთი - 4309 ლარის ხარჯვის მიმართულება კი ამ ეტაპზე ისევ არ არის განსაზღვრული.

Read 184 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი