"თავხედურად იქცევით" - პატრულთან შეპასუხების გამო, გორელ მამაკაცს 4 000 ლარამდე ჯარიმა ემუქრება

თებერვალი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"თავხედურად იქცევით", - უთხრა 30 წლამდე მამაკაცმა გორელ პოლიციელებს, რომლებიც მას 50-ლარიან ჯარიმას საგზაო წესის დარღვევისთვის უწერდნენ.

საპატრულო პოლიცია მას შუქნიშნის ამკრძალავი ნიშნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მამაკაცის შეპასუსების შემდეგ კი, იგი დააკავეს, პოლიციელების შეურაცხყოფა დასდეს ბრალად და საქმე ასკ-ის 173-ე მუხლითაც აღძრეს. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 1000-დან 4000 ლარამდე, ან პატიმრობას 15 დღის ვადით.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, 30 წლამდე გ.ა.-მ დროებითი მოთავსების იზოლატორში 1 ღამე გაატარა. ის მოსამართლემ გაათავისუფლა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.

მამაკაცს საპატრულო პოლიციის ორივე ბრალდება გასაჩივრებული აქვს. დაცვის მხარემ გამოითხოვა საქმეში არსებული მტკიცებულბები, მათ შორის სამხრე კამერების ჩანაწერებიც. როგორც რადიო "მოზაიკასთვის" არის ცნობილი საქმის განხილვა რამდენჯერმ სწორედ ამ მტკიცებულბების გაცნობის მოტივით გადაიდო.

 

Read 2184 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი