გორში მიწისქვეშა გადასასვლელებისა და საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობას ითხოვენ

თებერვალი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ მათი დასუფთავება რამდენჯერმე განხორციელდა, მოსახლეობის უმრავლესობა ამ გადასასვლელებით კვლავაც არ სარგებლობს. მიზეზად კი იქ არსებულ ანტისანიტარიას ასახელებს.

ქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასვლელების მოწესრიგების ვალდებულება რამდენიმე კომპანიას აქვს აღებული, თუმცა თუკი ისინი სისუფთავის დაცვასა და კონტროლს ვერ მოახერხებენ, შესაბამისი სანქციებით მოუწევთ პასუხისგება.

გორის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ჯალაღანია ამბობს, რომ მიმდინარე წელს ქალაქში სხვადასხვა ინფრსატრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, მათ შორის, ქუჩების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწესრიგება. ევროკავშირის გრანტის მოპოვების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება გორში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწერიგებას გეგმავს, რომლის ფარგლებში ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოებიც მოეწყობა.

2018 წელს, შიდა ქართლის მასშტაბით, ინფრასტრტრუქტურულ პროქტებზე 10 000 620 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა მთელი წლის მანძილზე განსახორციელებელ სარებილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება. ამ დროისთვის კი რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერია გამოცხადებული.

Read 1140 times Last modified on Last modified on თებერვალი 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი