გორში კალმახის ჭერაში ღია ტურნირი პირველად მოეწყო

თებერვალი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სპინინგით თევზჭერის საერთაშორისო ტურნირი გორის მუნიციპალიტეტში პირველად გაიმარათა.

შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეობას სამი ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ, ვარიანის საკალმახე მეურნეობამ უმასპინძლა.

ერთდღიანი ღონისძიების ფარგლებში ორი 4 - ტურიანი ეტაპი გაიმართა. გამარჯვებულები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დააჯილდოვა. ტურნირის გამარჯვებული ქუთაისელი ბესიკ სვანიძე გახდა. 

ტურნირი სპინინგით თევზჭერის მეთოდის პოპულარიზაციისა და შესაბამისი გამოცდილების ამაღლების მიზნით მოეწყო.

თევზის „დაიჭირე-გაუშვი“-ს (Catch&Release) პრინციპის დაცვით გამართულ ტურნირი, საქართველოს საკალმახე ლიგის ორგანიზებითა და გორის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

Read 493 times Last modified on Last modified on თებერვალი 11 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი