Print this page
ორშაბათი, 11 თებერვალი 2019 12:49

გორის საკრებულოს წევრებს პლანშეტებს წელს შეუძენენ

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ტენდერის გამოსაცხადებლად ემზადება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს წევრებს უნდა შეუძინონ პლანშეტები და მოაწყონ სივრცე ხმის ელექტრონულად მისაცემად. 

გორის საკრებულოში აცხადებენ, რომ პლანშეტები საკრებულოს წევრებს საშუალებას მისცემს, განსახილველი საკითხები ელექტრონული ფორმით მიიღონ და მათი ამობეჭდვა აღარ გახდეს საჭირო. საკრებულო ამით ხარჯების შემცირებას გეგმავს.

“ჯერ უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი, მოვიძიოთ ფირმა, რომელიც ამ ყველაფერს მოაგვარებ. საერთო ჯამში 30 000 ლარი გამოვყავით. უახლოეს მომავალში ვფიქრობთ ამ საქმის შესრულებას“, - გვითხრა საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა, ზაზა ნასყიდაშვილმა. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 40 დეპუტატია.

Read 651 times Last modified on ორშაბათი, 11 თებერვალი 2019 12:56