ზვიად საბანაძე: ფრაქცია "ევროპული შენება" ბურჯანაძემ ზემდგომების მითითებით დაშალა

თებერვალი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ეს იყო პასუხი "ევროპული საქართველოდან წამოსვლის გამო, ფრაქციის დაშლით მე არაფერი დამაკლდება, - ასე ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად საბანაძე მისი ყოფილი თანაგუნდელის, კახა ბურჯანაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას.

"ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი აცხადებს, რომ კახა ბურჯანაძემ ფრაქცია მიზანმიმართულად დაშალა და მის ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად მხოლოდ ზემდგომების დავალება ედო. 

ამავე თემაზე: ფრაქცია "ევროპული შენების" წევრი კახა ბურჯანაძე, რომელიც საკრებულოში პარტია "ევროპული საქართველოდანაა", ფრაქციას ტოვებს.

ფრაქცია "ევროპული შენება" 2018 წლის დასაწყისში პარტია "ევროპული საქართველოს" ორი და შენების მოძრაობის ერთი წევრისგან ჩამოყალიბდა. რომლის თავმდჯომარე ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად საბანაძეა, ხოლო მისი მოადგილე დავით უსუფაშვილის გუნდის წარმომადგენელი საკრებულოში - ბადრი ნანეტაშვილი.

ამ ფრაქციისთვის თვეში 3200 ლარი, წელიწადში კი 16 400 ლარი დაიხარჯა. ფრაქციის დაშლის შემდეგ, სამივე მათგანი მხოლოდ საკრებულოს წევრის უფლებამოსილებისთვის განსაზღვრულ თანხას აიღებს, ისევე, როგორც დანარჩენი არა თანამდებობის მქონე პირები. ეს თანხა კი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თვეში 400 ლარით არის განსაზღვრული.

Read 513 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი