მერიასთან მომხდარ ინციდენტზე გამართულ პროცესს დაზარალებული ვერ დაესწრო

თებერვალი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერისთან თემურ მანველიშვილსა და გიგა მაქარაშვილს მომხდარ ინციდენტზე პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, როგორც დაზარალებული და მისი ადვოკატი პროცესს ვერ დაესწრნენ. როგორც ისინი ამბობენ, დარბაზი გორის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ მანველიშვილის მხარდამჭერებით იყო სავსე. 

ამავე თემაზე: მანველიშვილი მაქარაშვილზე: ღვთისმოსავი ვარ და სურვილი არ მქონია, მისთვის რაიმე მევნო

თემურ მანველიშვილმა თანამდებოა 8 თებერვალს, პირადი განცხადები საფუძველზე დატოვა. 9 თებერვალს კი მას პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა. 

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს:

პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

ამ შემთხვევაში დაზარალებული სამოქალაქო ატივისტი გიგა მაქარაშვილია, რომელსაც თემურ მანველიშვილმა, გორის მერიისთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო. პროკურატურამ მაქარაშილი დაზარალებულად, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 16 იანვარს ცნო. 

"დანაშაულს არ აღირებს, დუმილის უფლებას იყენებს, 5 000-ლარიანი გირაოთი გამოვიდა", - თქვა მაქარაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესს შემდეგ. 

სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ის მანველიშვილისგან ბოდიშის მოხდას ელოდა. 

ამავე თემაზე: აქციის მონაწილეებმა გორის მერიის წინ საკენკი და ნაკელი მიიტანეს

შემდეგ სასამართლო სხდომა 29 მარტს ჩაინიშნა. 

 

 

 

Read 531 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი