ცხინვალში 31 წლის ქალი აკრძალული პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად დაშავდა

თებერვალი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

31 წლის ქალი, სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებებით, ვლადიკავკაზში გადაიყვანეს.

ის ცხინვალში პიროტექნიკის გამოყენებისას დაშავდა. შემთხვევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რესტორანში "მინასი" მოხდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ქალი პიროტექნიკური პროდუქტის არასწორად გამოყენების შედეგად დაზიანდა.

"დაზარალებული ვლადიკავკაზში გაიგზავნა სიღრმისეული შემოწმებისა და მკურნალობისთვის", - აღნიშნეს ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დეფაქტო უწყება იმ მეწარმეებისთვის გაავრცელა გაფრთხილება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც აკრძალული პიროტექნიკური პროდუქციით ვაჭრობდნენ.

ე.წ. შსს მინისტრის ბრძანების საფუძველზე. ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო პიროტექნიკური პროდუქციის იმპორტისა და გაყიდვის აკრძალვის აღკვეთის მიზნით. .

Read 133 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი