ერთი ლამაზი დღე სათნოების სახლის ბენეფიციარებისთვის

თებერვალი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ღონისძიებაში ევროპული განათლების აკადემია "ბიდისიც" ჩაერთო.

მისმა ხელმძღვანელმა ნათია შათირიშვილმა იტალიელ პარტნიორებთან ერთად, კათარზისის ბენეფიციარებს ტკბილეული უსახსოვრა.

ღონისძიების ავტორი ასოციაცია „აკლი"„ბარი-ბათ"-ის პატროჟანის პრეზიდენტი ბატ.ვინჩენცო ლიპპოლისი, არქიტექტურული კომპანია "ჯიოვანნი ვიტტო" დამფუძნებელი და გენ.დირექტორი ბატ.ჯიოვანნი ვიტტო. ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქველმოქმედო ფონდმა "იმედი"ემიგრანტებთან ერთად.

კათარზისის მოხუცებისთვის გამართულ საღამოს იოანე ქართველი უძღვებოდა. ახალგაზრდა ნიჭიერმა მომღერალმა სალი მირიანაშვილმა და თავად წამყვანმა თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ღონისძიების მსვლელობაში მოხუცებიც აქტიურად ჩაერთვნენ, რომლებმაც შემსრულებლებთან ერთად იმღერეს და იცეკვეს.

"ძალიან  ემოციური შეხვედრა  გამოვიდა. ემოციებს  ვერ ვმალავდით. ბედნიერები  იყვნენ ძალიან  მოხუცები. ამბობდნენ, რომ  მათ  არაფერი  აკლდათ თავშესაფარში,  თუმცა ეს უმნიშვნელოვანესი  დღე  იყო  მათთვის, რადგან ძალიან ბედნიერად  გრძნობდნენ თავს. თითოეული  მათგანის თვალებში უსაზღვრო მადლიერება  იკითხებოდა. შევეცდებით რომ მათ  კიდევ არა ერთი  ლამაზი შეხვედრა მოუწყოთ."-ამბობს "ბიდისის" ხელმძღვანელი ნათია შათირიშვილი. 

ორგანიზატორთა შეფასებით, შეხვედრა სასიამოვნო ემოციებით იყო დატვირთული. მათივე თქმით, მოხუცთა თავშესაფარში სტუმრობა სამომავლოდაც დაიგეგმა. სტუმრები და მასპინძლები ერთმანეთს სწორედ ახლო მომავალში დაგეგმილი შეხვედრის იმედით დაემშვიდობნენ.

 

მასალა ქვეყნდება გავრცელების სერვისით

 

Read 643 times Last modified on Last modified on თებერვალი 12 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი