თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე გორის პოლიციამ 1 პირი დააკავა

თებერვალი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ 50 წლის მამაკაცი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა."

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები.

"მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს გარდაცვლილი თ.მ.-ს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დასკვნისა და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, პოლიციამ ზ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა".

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

Read 3136 times Last modified on Last modified on თებერვალი 11 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი