გორში ივანე მაჩაბლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

თებერვალი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს გორში, ვერხვების დასახლებაში ქართველი მწერლის, მთარგმნელის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ივანე მაჩაბლის დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება.

ქართველ „სამოციანელთა“ წარმომადგენლის, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილის და ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებლისადმი მიძღვნილ საღამოს დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი უმასპინძლებს. მასთან ერთად ღონისძიებას ორგანიზებას უწევს გორის მწერალთა სახლი. სამუზეუმო სივრცეში სტუმრებს 16:00 საათისთვის ელოდებიან.

ივანე მაჩაბლის სასახლე დიდი ლიახვის ხეობის, ამჟამად ოკუპირებულ თამარაშენში XIX საუკუნით თარიღდებოდა, რომელიც მწერლის ძმამ ააგო. შენობა სოფელ თამარაშენის აღმოსავლეთ განაპირას, ე.წ. „ჭალისუბანში“ მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა.

foto teqstshiisasda

ქართული აგურით ნაგები ორსართულიანისასახლის პირველი სართული ორ ნაწილად იყოფოდა: დასავლეთით ნახევარ სარდაფი იყო, აღმოსავლეთი კი – მარანი.

აგურის კამარით გადახურულ მარანში 60-მდე ქვევრია. მარანს აღმოსავლეთიდან ორი განიერი შესასვლელი და ოთხი სარკმელი ჰქონდა. სარდაფის დასავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე სამი ბუხარი და შვიდი სარკმელი იყო.

მეორე სართული შუა გრძივი კედლით აღმოსავლეთ და დასავლეთ დარბაზებად იყოფოდა, რომლებსაც საერთო აივანი აერთიანებდა.(ფოტო)

ივანე მაჩაბლის სასახლის სრული რეაბილიტაცია 2004 წელს განხორცილდა , თუმცა არაერთხელ დაიბობმა და დაზიანდა რეგიონში არსებული მდგომარეობის გამო.

2008 წელს ომის შედეგად ძეგლი ფაქტიურად განადგურადა. რეგიონში ძეგლთა მონიტორინგის ჯგუფების შეუღწევლობის გამო სასახლის მდგომარეობის შესწავლა დღემდე შეუძლებელია.

Read 174 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი