გორის ბაგა-ბაღების სააგენტოში 2018 წელს 17 813 ლარი პრემია - დანამატისთვის გაიცა

თებერვალი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ მსხვილბიუჯეტიან ა(ა)იპ - ში გასულ წელს თანამშრომლების წახალისების მიზნით, პრემია - დანამატი გაიცა.

პრემიის ოდენობამ წლის ბოლო კვარტალში 15 313 ლარი შეადგინა, ხოლო დანამატის სახით გაცემულმა თანხამ 2500 ლარი. ეს თანხა თანამშრომლებისთვის მესამე კვარტალში გაიცა. 

სკოლამდელი აღზრდის სააგენტო 2018 წლის მონაცემებით ხელფასს 872 პირზე გასცემს, მათ შორის შედიან საბავშვო - ბაღის თანამშრომლები, რომლებსაც ანაზღაურება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრიდან მოემატათ.

შრომის ანაზღაურებისთვის სულ სააგენტომ გასულ წელს 2 069 313 ლარი გასცა. გარდა ამისა, გასული წლის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ა(ა)იპ - ს კომპენსაციის გადახდაც მოუწია, რისთვისაც 2018 წელს 4375 ლარი დაიხარჯა.

Read 178 times Last modified on Last modified on თებერვალი 12 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი