ზემო ნიქოზის სკოლას ორ წელზე მეტია დირექტორი არ ჰყავს

თებერვალი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ზემო ნიქოზის საჯარო სკოლას ორ წელზე მეტია დირექტორი არ ჰყავს. სკოლის შიდა ბრძანების საფუძველზე 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე, დირექტორის მოვალოებას ნათელა მინდიაშვილი ასრულებდა. 

ამჟამად კი დირექტორის მოვალეობას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ლია შატაკიშვილი ასრულებს. ამიტომ, გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სკოლაში დირექტორის დანიშვნა ამ ეტაპზე აუცილებლობას არ წარმოადგენს.

“როცა შიდა ბრძანებით ასრულებს ვინმე დირექტორის მოვალეობას, მაშინ არის საჩქარო, რომ მინისტრის ბრძანებით იყოს განსაზღვრული. 2020 წელს ისედაც დაგეგმილია დირექტორების არჩევნები და ალბათ მაშინ მოხდება ამ სკოლაში დირექტორის დანიშვნა“, -გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა. 

ზემო ნიქოზის სკოლის ყოფილი დირექტორი თამაზ მელანაშვილი 2017 წელს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ განათლების სამინისტროში დირექტორობის მსურველ რამდენიმე კანდიდატს გასაუბრება ჩაუტარდა, თუმცა სკოლას კვლავ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.

Read 448 times Last modified on Last modified on თებერვალი 12 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი