გორელი მოჭიდავეები მსოფლიო რეიტინგებში I და II ადგილებზე არიან
ძიუდოს მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა - გორელი მოჭიდავეები მოწინავე პოზიციებზე არიან.
პარიზის გრანპრის შემდეგ, გამოქვეყნებულ რეიტინგში, საკუთარ წონაში ლაშა შავდათუაშვილი - მეორე ადგილს, ვაჟა მარგველაშილი კი პირველ ადგილს იკავებს.
რეიტინგის ტოპ-ათეულში სულ შვიდი ქართველია - ხუთი მათგანი საქართველოს სახელით ასპარეზობს: ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი. ორი კი, ქართული სკოლის აღზრდილი, ოღონდ უცხო ქვეყნის სახელით მოასპარეზე: ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) და რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი).