თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თებერვალი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მძღოლს სასამართლომ წინასწარი 50-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.  

გორის რაიონულ სასამართლომ დაკავებულისთვის აღკვეთის შეფარდების თაობაზე დღეს იმსჯელა. რადიო "მოზაიკა" სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორ ნანა გუგუტიშვილს ესაუბრა. 

პროკურორის თქმით, მძღოლი, რომელიც გორის პოლიციამ დააკავა, ბრალს არ აღიარებს. 

ამავე თემაზე: თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე გორის პოლიციამ 1 პირი დააკავა

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

პროკურატურის მტკიცებით, 2018 წლის 6 ივლისს, ღამის 2-ის 25 წუთზე, ხელთუბნის გზაზე ავტომობილით მოძრავმა მამაკაცმა, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ თორნიკე მერებაშვილ გადაუარა. 

პროკურორი ნანა გუგუტიშვილი დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატები კი - გირაოს შეფარდებას. 

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ მძღოლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. 

ინფორმაციისთვის, თორნიკე მერებაშვილი 2018 წლის ივლისში სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი იპოვეს. 

თორნიკე მერებაშვილის ოჯახის ინტერესებს იურისტი რეზო რევაზაშვილი იცავს. ახლობლები გამოძიების გაგრძელებას ითხოვენ. 

Read 603 times Last modified on Last modified on თებერვალი 12 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი