გორის ბაღების სააგენტოში სახელფასო ფონდი 1 629 679 ლარით გაიზარდა

თებერვალი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში სახელფასო ფონდი 1 629 679 ლარით გაიზარდა.

გასულ წელთან შედარებით, 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო შრომის ანაზღაურებისთვის 1 629 679 ლარით მეტი დაიხარჯება, - ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.

თუ აღნიშნული მიმართულებით, 2018 წელს 2 066 821 ლარი დაიხარჯა, წელს ეს თანხა 3 696 500 ლარამდე იქნება გაზრდილი.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაქვემდებარებაში სულ 62 საბავშვო ბაღი და 872 თანამშრომელია. მათ შორის არიან სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომელთა ხელფასებზე გასულ წელს 212 100 ლარი გაიცა.

Read 446 times Last modified on Last modified on თებერვალი 12 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი