ლექსო ვალიაურის დასკვნითი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

თებერვალი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ლექსო ვალიაურის სარჩელს, რომელიც 2012 - 2015 წლებში გორის კულტურის ცენტრის დირექტორი იყო, უზენაესი სასამართლო ხვალ განიხილავს.

ვალიაურმა სარჩელი მერიის წინააღმდეგ შეიტანა და სასამართლოს ძალით კომპენსაციის მიღებასა და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. ის სამსახურიდან 2015 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. მერიის ცნობით, გათავისუფლების მიზეზი შიდა აუდიტის მიერ კულტურის ცენტრში ჩატარებული მონიტორინგი გახდა.

ლექსო ვალიაური თვლის, რომ თანამდებობა მას უკანონოდ დაატოვებენეს და აუდიტის დასკვნა სიმართლეს არ შეესაბამება.

“საერთო ჯამში უკვე 27-ე პროცესი უნდა გაიმართოს. მაქვს მოლოდინი, რომ ჩემი სარჩელი დაკმაყოფილდება, იმიტომ, რომ ის სურათი, რაც მოხდა, მოსამართლეს ნათლად დავანახეთ, მეც და საიას იურისტებმაც. იმ შემთხვვევაში, თუ პროცესი ჩემს სასარგებლოდ დასრულდება, ამის შემდეგ მომიწევს საუბარი მერიაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუ როგორ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. თუ ჩემს სასარგებლოდ არ გადაწყდება, მე არ ვჩერდები, აუცილებლად გავაგრძელებ დავას უზენაეს სასამართლოში. თუმცა ეს ყველაფერი ხვალინდელი სასამართლოს შემდეგ მეცოდინება“, - ამბობს ლექსო ვალიაური

ლექსო ვალიაური დაკავებული თანამდებობიდან ზურაბ ჯირკველიშვილის მერობის პერიოდში გაათავისუფლეს.

Read 675 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი