Print this page
სამშაბათი, 12 თებერვალი 2019 17:58

გორის კულტურის სააგენტოს დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ახალი თანამშრომელი შეემატა - დირექტორმა საკუთარ მოადგილედ დავით დარბაიძე დანიშნა.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება გორის მერთან შეთანმხებით მიიღო.

"გუშინაც ველაპარაკე ამ საკითხზე კოტეს. შევთანხმდით და მისი ბრძანების შემდეგ, უკვე დღეს, თანამშრომლებს წარვუდგინე ჩემი ახალი მოადგილე", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გელა კაპანაძემ.

მისი თქმით, დავით დარბაიძე კარგად იცნობს იმ სფეროს, რასაც კულტურა და ხელოვნება ჰქვია.

"დავითი არის ხელოვანი და ძალიან კარგი ადამიანი. ესმის კულტურა, მუსიკა და ხელოვნება ჩვენი სააგენტოს დაქვემდებარებაში ბევრი სამუსიკო სკოლაა და ის დიდწილად ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, ტურიზმის მიმართულებითაც იმუშავებს", - გვითხრა კაპანაძემ.

თანამდებობაზე რჩებიან მისი დანარჩენი მოადგილეებიც, გია ქვათაძე და ქეთევან დვალიშვილი.

Read 2322 times Last modified on სამშაბათი, 12 თებერვალი 2019 18:02