დებატები და საჯარო გამოსვლები - რევაზ აფხაზავას ლექცია გორის დემოკრატიის სკოლაში

თებერვალი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საჯარო გამოსვლები და დებატების ტექნიკა - ამ საკითხების განხილვას დაეთმო დღევანდელი ლექცია გორის დემოკრატიის სკოლაში.

მსმენელებს საკუთარი გამოცდილება განათლების სპეციალისტმა, რევაზ აფხაზავამ გაუზიარა.

"ლექცია დაეთმო საჯარო გამოსვლებს და დებატების ტექნიკას და ამ კონტექსტში, კრიტიკულ აზროვნებას. ჩვენ შევეხეთ იმ გამჭოლ საკითხებს, რომლებიც არის ძირითადი ამ კომპეტენციების განვითარებისთვის. ასევე, ვისაუბრეთ იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც  მერე დემოკრატიის სკოლაში სწავლისას შეიძლება ეფექტიანად იქნეს გამოყენებული თვითონ კონკრეტული თემების სიღრმისეული ანალიზისათვის. მათ შორის ერთ-ერთი არის დებატები, რომლითაც შესაძლებელია ერთის მხრივ კრიტიკული აზროვნების და არგუმენტაციის და ზოგადად, კამათის უნარების განვითარება და მეორეს მხრივ, ეს ხელს უწყობს ძალიან კარგად კონკრეტული თემატიკების სიღრმისეულ ანალიზს", - განაცხადა რევაზ აფხაზავამ.

Read 434 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი