ცხინვალის თეატრმა სპექტაკლი "კვაჭი" გამართა

თებერვალი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცოტა ხნის წინ დასრულდა რუსთაველის თეატრის სცენაზე ცხინვალის თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლი.

მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის პერსონაჟები დევნილმა მსახიობებმა განასახიერეს. ცხინვალის თეატრმა დღევადელი წარმოდგენა თამარაშნელი მწერლის, ივანე მაჩაბლის დაბადებიდან 150 წლისთავს მიუძღვნა.

ნაწარმოების გმირები დევნილმა მსახიობებმა 3 წლის წინ გააცოცხლეს და სპექტაკლით "კვაჭი" სხვადასხვა ქალაქები მოიარეს. მათ შორის იყვნენ შიდა ქართლის რეგიონშიც. გორში კი ეს სპექტაკლი ზუსტად ორი წლის წინ წარმოადგინეს.

რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. მსახიობმა ცოტნე ხუბუტიამ კი ამ სპექტაკლში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოც მიიღო.

მიხეილ ჯავახიშვილის რომანი 1924 წელს დაიწერა. მასში გადმოცემულია თაღლით კვაჭი კვაჭანტირაძის ისტორია. მოვლენები კი სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში ვითარდება.

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1876 წელს დაარსდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი, სპექტაკლებს ცნობილი მოვლენების გამო, იმ ტერიტორიებზე ვეღარ მართავს, სადაც მისი ჩამოყალიბების ისტორია იღებს სათავეს.

Read 58 times Last modified on Last modified on თებერვალი 12 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი