I საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა გორის ბაღების სააგენტოს უჩივლეს

თებერვალი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წინააღმდეგ გორის რაიონულმა სასამართლომ გასულ წელს 4 საქმე განიხილა.

აქედან ორი პირველი საბავშვო ბაღის ყოფილ თანამშრომლების საკითხს ეხებოდა, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და ამისთვის სააგენტოსგან კომპენსაციის მიღებას ითხოვდნენ. 

"ესენი იყვნენ პირველი საბავშვო ბაღის მეთოდისტები. ორი საქმე მათ კომპენსაციას ეხებოდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღებიდან მეთოდისტები სააგენტოში გადმოვიყვანეთ, ზოგიერთმა უკმაყოფილება გამოთქვა. ერთ-ერთი მათგანი მეორე ცვლის აღმზრდელიც იყო და რადგან უარი თქვა სააგენტოში გადმოსვლაზე და დარჩა ბაღში აღმზრდელად. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კომპენსაცია აღარ უნდა გაგვეცა, რაზეც გვიჩივლა და შემდეგ გავეცით მასზე მეთოდისტის კომპენსაცია. მეორე თანამშრომელზეც ანალოგიურად", - გვითხრა კოვზიაშვილმა. 

რაც შეეხება დანარჩენ ორ საქმეს, სააგენტოს დირექტორის თქმით, ისინი ძველი საქმეები იყო. 

"რაც შეეხება დანარჩენ ორ პროცესს, ჩვენ ვიყავით როგორც სამართალმემკვიდრე, თვითონ საქმე კი რამდენიმე წლის წინანდელი იყო. კერძოდ, ქვახვრელის საბავშვო ბაღის დირექტორი და შინდისის საბავშვო ბაღის თანამშრომელი აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება იძულებით დააწერინეს, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს მათი დაწერილი იყო და დამატებითი მტკიცებულებები, რაც მათ პოზიციას გაამყარებდა, ვერ წარმოადგინეს. ამიტომ ეს ორი პროცესი მოვიგეთ", - აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი.

2018 წლის მდგომარეობით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში სულ 872 პირი მუშაობდა (მათ შორის საბავშვო ბაღებში). მათი შრომის ანაზღაურებაში 2 069 313 ლარი დაიხარჯა. 4 379 ლარი კი სააგენტომ კომპენსაციის სახით გასცა.

Read 1587 times Last modified on Last modified on თებერვალი 13 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი