Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 15:14

შსს-მ გორის სამმართველოს უფროსის დანიშვნა დღეს დაადასტურა

Rate this item
(0 votes)

შინაგანა საქმეთა სამინისტრომ გორის სამმართველოს ახალი უფროსის დანიშვნა დღეს დაადასტურა. ამის შესახებ რადიო "მოზაიკამ" გუშინ დაწერა. 

 მურადაშვილი სამმართველოში გუშინ მივიდა და ახალ პოსტზე მუშაობას შეუდგა; ის კასპის პოლიციიდან გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებული იოსებ მურადაშვილი წარმოშობით ქარელიდანაა. 

ინფორმაციისთვის, 1-ელ თებერვალს რადიო "მოზაიკა" წერდა, რომ "გორის სამმართველოს არც უფროსი და აღარც უფროსის მოადგილე ჰყავს". 

2018 წლის აგვისტოში, გორის სამმართველოს მაშინდელი უფროსი ირაკლი ჭედიშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ გადავიდა.  გორის სამმართველოს უფროსის მოვალეობას კი, თითქმის ექვსი თვე, ლექსო სუხიშვილი ასრულებდა. 

 

 

Read 1039 times Last modified on ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 15:32