გორში შეცდომით დაკავებულის პროცესზე ექსპერტები "სკაიპით" ვერ ჩართეს

თებერვალი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულ სასამართლოში დღეს ის ექსპერტები უნდა დაკითხულიყვნენ, რომლებიც პოლიციის მიერ შეცდომით დაკავებული ნ.კ. - ის სასამართლო პროცესზე მოწმეებად იყვნენ დასახელებულნი.

თუმცა იმის გამო, რომ მათი "სკაიპით" ჩართვა ვერ მოხერხდა, სასამართლო სხდომა გადაიდო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა 15 თებერვალს გაგრძელდება.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში პოლიციამ შეცდომით სხვა პირი დააკავა - შსს მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას შეედავა.

ამავე თემაზე: გორში პოლიციამ შეცდომით სხვა პირი დააკავა და ბრალიც შეცდომით წაუყენა

დაცვის მხარემ გამოითხოვა ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ კვეთს, პოლიციის აზრით, ნ.კ. საზღვარს, თუმცა მოგვიანებით, ექპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეო-კადრებში აღბეჭდილი პირი ნ.კ. არ არის.

Read 545 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი