Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 17:15

ბიბილოვმა რუსი ჟურნალისტები აგვისტოს ომის "ობიექტურად" გაშუქებისთვის მედლებით დააჯილდოვა

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსი ჟურნალისტები, რომლებიც აგვისტოს ომს აშუქებდნენ, მედლებით დააჯილდოვა.

ანატოლი ბიბილოვმა ჯილდო 6 ჟურნალისტს და ოპერატორს გადასცა. დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენლები 2008 წელს "მამაცურად მოიქცნენ" და მოვლენები "ობიექტურად" გააშუქეს

"ჩემთვის დიდი პატივია, გადავცე ჯილდოები რუს ჟურნალისტებს, რომლებმაც აჩვენეს გამბედაობა, ძლიერება, ჭეშმარიტი გმირობა და ის ტრაგიკული მოვლენები ობიექტურად გააშუქეს მედიაში. რუსული საინფორმაციო არხების თანამშრომლები ყოველთვის ფეხს უწყობდნენ დროს თავიანთი ნიჭითა და პროფესიონალიზმით, საქმისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე გაგრძელდება", - განაცხადა ბიბილოვმა.

Read 866 times