რას გადასცემდა გორის პირველი რადიო

თებერვალი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

13 თებერვალს მსოფლიოში რადიოს დღე აღინიშნება.

გორში პირველი რადიო სადგური 1924 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. მაშინდელი რადიო ძირითადად გადმოსცემდა გორში მიმდინარე ყოველდღიურ ცნობებს, როგორიცაა აღმასკომის სხდომის შედეგები, თეატრალური და კინო-აფიშა,  ასევე ხდებოდა პირდაპირი ტრანსლაცია თბილისიდან.

რადიოს მსოფლიო დღე 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. 1946 წლის 13 თებერვალს  გაერომ თავისი რადიო შექმნა, სწორედ ამიტომ დაწესდა მსოფლიში  ეს თარიღი რადიოს დღედ.

გორში პირველი რადიო სადგურის გახსნიდან 95 წელი გავიდა, დღეს კი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით  ორი ადგილობრივი რადიო მაუწყებლობს.  

Read 469 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი