პროკურორი გორის სასამართლოში: თბილისში მივდივარ და მოდი, სხდომა გადავდოთ
პროკურორის მოთხოვნით, 67 წლის ქალის სასამართლო პროცესი, რომელსაც ბრალად ოჯახური ძალადობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ედება, კიდევ ერთხელ გადაიდო.
სხდომის დაწყებამდე პროკურორმა აღნიშნა, რომ თბილისში იყო წასასვლელი და პროცესის გადადება მოუწევდა.
პროცესის გადადებას დაცვის მხარის უკმაყოფილება მოჰყვა. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ საქმე უკვე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი ასაკის ადამიანისთვის პროცესებზე სიარული იოლი არ იყო.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურორმა პროცესის გადადება იმიტომ მოითხოვა, რომ რეალურად, ბრალდების მხარეს მოწმეები არ ჰყავს.
"ძალიან ბევრჯერ გადაიდო საქმე. სავარაუდოდ იმიტომ, რომ რეალურად, ბრალდების მხარეს მოწმეები არ ჰყავს", - გვითხრა ადვოკატმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი 6 მარტს განახლდება.
67 წლის ქალს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლის, 126 (ოჯახური ძალადობა) და 118 (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლების მიხედვით ედება.
ბრალდებული თავს უდანაშულოდ მიიჩნევს.
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა