Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 11:41

ხიდისთავში 79 წლის ქალმა თვითმკვლელობა სცადა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 79 წლის ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

სუიციდის მცდელობა გუშინ მოხდა. 1940 წელს დაბადებულმა ქალმა თავის ჩამოხრჩობა საკუთარ სახლში სცადა.  

79 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მას სამედიცინო დახმარება გუშინვე აღმოუჩინეს.

თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155 - ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

Read 1796 times Last modified on ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 11:56