მერიიდან გათავისუფლებულ ირმა პაპიძეს კულტურის სააგენტოში დასაქმებას სთავაზობენ

თებერვალი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2017 წელს გათავისუფლებულ ირმა პაპიძეს კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოში დასაქმებას სთავაზობენ.

 ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა პოსტზე დანიშვნას შესთავაზებენ მას. სააგენტოს დირექტორის თქმით, ეს საკითხი დღეს გადაწყდება. 

"მე დღეს ვაპირებ შევხვდე ირმა პაპიძეს. მაქვს ჩემი ხედვა, მაგრამ მისგან მაინტერესებს, სად ხედავს საკუთარ თავს", - გვითხრა გელა კაპანაძემ. 

შეთავაზების თაობაზე, რადიო "მოზაიკა" ირმა პაპიძესაც ესაუბრა. 

"დამირეკეს და შეხვედრაზე შევთანხმდით. მე მინდა ყოფილი სამსახურის ტოლფასი თანამდებობა, ტოლფასი ანაზღაურებით. ვნახოთ, რა შემოთავაზება აქვთ მათ", - გვითხრა ირმა პაპიძემ. 

ინფორმაციისთვის, ირმა პაპიძე გორის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი იყო. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მან სასამართლო დავა დაიწყო. მოგვიანებით, ის დავის შეწყვეტასა და მორიგებას დათანხმდა. არსებული ინფორმაციით, ირმა პაპიძეს გასულ კვირას სასამართლოდან აცნობეს, რომ სასამართლო დავა შეჩერებულია და სურვილისა და ვერ მორიგების შემთხვევაში, მისი გაგრძელება შეუძლია. 

Read 895 times Last modified on Last modified on თებერვალი 14 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი