Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 14:33

2 პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე, გორის მერიაში 6 განაცხადი შევიდა

Rate this item
(0 votes)

გორის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2 პრეტენდენტია, მისი მოადგილის ადგილზე კი 4.

გორის მერიაში განმარტავენ რომ გასაუბრების შემდეგ შერჩეული კანდიდატები 14 დღის ვადაში დაინიშნებიან აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ შემოსული განცხადებების ავტორებმა მერიის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილონ და შესაბამისად არავინ აიყვანონ. ამ შემთხვევაში მერია ახალ კონკურსს გამოაცხადებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა 22 იანვარს დატოვა. მანამდე კი ის 10 დღიან შვებულებაში იყო გასული. სამსახურიდან წასვლა ყოფილი ხელმძღვანელის შემდეგ მისმა მოადგილემაც ითხოვა. მერმა ორივე განცხადება დააკმაყოფილა და მათი ახალი კადრებით ჩანაცვლების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა.

Read 956 times Last modified on ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 14:46