გორის მერია ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე 5 საბავშვო სკვერს მოაწყობს
გორის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საბავშვო სკვერების მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოაცხადა.
5 სკვერის მოწყობაში (გარდა ატრაქციონების შეძენა - დამონტაჟებისა) ადგილობრივი ბიუჯეტიდან 148 186 ლარი დაიხარჯება.
შერჩეულ ლოკაციებს შორის არის სადგურის დასახლება. ზუბალაშვილების ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად - 25 406 ლარი დაიხარჯება.
კომბინატში, მშვიდობის ქუჩაზე - სკვერის მოსაწყობად 42 369 ლარია გათვალისწინებული.
წმინდაწყალზე, მუსხელიშვილის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად - 29 652 ლარია გამოყოფილი.
ძმები რომელაშვილების (ყოფილი გორკის) ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად დაგეგმილი სამუშაოებისთვის - 25 368 ლარია გათვალისწინებული.
ვერხვების დასახლებაში დაგეგმილი სკვერისთვის კი - 25 391 ლარი.
ქალაქში 5 სკვერის მოსაწყობად სატენდერო წინადადებების მიღება 22 თებერვლიდან დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში კი, სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები მთლიანად უნდა დასრულდეს.