გორის მერია: 300 000 ლარამდე დარჩენილი თანხა 2 სოფელზე გავწერეთ

თებერვალი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერია 2018 წელს დახარჯულ თანხაზე, რომელიც 2 წლის წინ გაუქმებული პროგრამიდან გაწერა, განმარტებას აკეთებს. 

უწყების ცნობით, 307 015 ლარი 2015-2016 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაიზოგა. ამ თანხიდან 302 706 ლარი მხოლოდ გასულ წელს გაიხარჯა.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან თანხა 302706 ლარის ოდენობით დან ორი სოფლისთვის დაიხარჯა. ფხვენისის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა  -რეაბილიტაციისათვის - 97 242 ლარი, სადაც სამუშაოები 2018 წლის 18 მაისს დასრულდა.მეღვრეკისის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა - რეაბილიტაციისათვის - 205 464 ლარი, სადაც სამუშაოები 2018 წლის 24 აპრილს დასრულდა.

ეკონომია 2015 წელს სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხიდან (83310) ლარი და 2016 წელს ამავე პროგრამით გამოყოფილი თანხიდან (323145) ლარი განხორციელდა", - განმარტავენ მერიაში. 

ნაშთის სახით დარჩენილი 4309 ხარჯვის მიმართულება მერიას ჯერ განსაზღვრული არ აქვს. უნდა აღინიშნოს,  რომ სოფლები ფხვენისი და მეღვრეკისი სოფლის პროგრამაში 2012-2016 წლებშიც იყვნენ ჩართულნი, რა დროსაც სხვადასხვა სამუშაოები განხორციელდა. რა კრიტერიუმებით გადაწყდა დარჩენილი თანხების ისევ ამ სოფლებზე გადანაწილება, მერიაში არ აკონკრეტებენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2016 წელს გაუქმდა და მიმდინარე წლიდან აღდგა. 106 სოფლისთვის წელს 815 000 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.

Read 374 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი