გორის მუნიციპალიტეტში 5 897 სოციალურად დაუცველი ადამიანია

თებერვალი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 126 500 მოსახლიდან სოციალურ დახმარებას 5 897 იღებს. 

მათ შორის არიან დევნილის სტატუსის მქონე პირები, რომელთა რაოდენობა ქალაქში 104 -ია, სოფლად კი 129.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე სტატისტიკური მონაცემები სხვა ჯგუფებსაც მოიცავს:

შშმ პირების რაოდენობა 653-ია. აქედან გორში 1 709, სოფლად კი 2 754 პირი ცხოვრობს. 

რაც შეეხება მარჩენალდაკარგულებს, მათი რაოდენობა ქალაქის მასშტაბით 286, რაიონში კი 413-ია.

პენსიის მიმღები კი გორის მუნიციპალიტეტში 22 326 ადამიანია. საარსებო შემწეობას 20 009 პირი იღებს.

 

Read 346 times Last modified on Last modified on თებერვალი 15 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი