პოლიციის შენობასთან ფეიბოქსის გაქურდვის ფაქტი გახსნეს

თებერვალი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის პოლიციის თანამშრომლებმა ამხილეს ორი პირი, რომელთაც პოლიციის შენობის გვერდით, სავაჭრო ობიექტთან მდგარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორმა არასრულწლოვანმა გ.ც. და კ.წ. გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტების მიმდებარედ განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს, იქ არსებულ თანხას ფარულად დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამავე თემაზე : გორში პოლიციის შენობის გვერდით მდგომი ფეიბოქსი მოიპარეს

ნივთმტკიცებად ამოღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის შესანახი ტომარა.

დანაშაულში მონაწილე მესამე პირის დადგენისა და მოპარული თანხის ამოღების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Read 266 times Last modified on Last modified on თებერვალი 15 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი