გუბერნატორი: მალე გორის ციხის რეაბილიტაცია დაიწყება

თებერვალი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანძიძესთან ერთად გორის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა.

 

“გვინდა, რომ გორის ციხეს შესაბამისი დატვირთვა მიეცეს და როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი გახდეს. იგეგმება, რომ განთავსდეს მუზეუმი, მოეწყოს კულტურულ-შემეცნებითი სივრცე და დამთვალიერებლების ინტერესებზე მოგებული ატრაქციები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას და კონცეფციაზე მსჯელობას როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ისე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირთან”, - ამბობს გუბერნატორი. 


გორის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარესტავრაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციისთვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. სამხარაულს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, ციხის კედლები კოროზიას განიცდიდა და გადაუდებელი რესტავრაცია ესაჭიროებოდა. სამუშაოები გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს.

 

 

Read 829 times Last modified on Last modified on თებერვალი 16 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი