ვაკანსიები რადიო "მოზაიკაში"

თებერვალი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის სათემო რადიო "მოზაიკა" აცხადებს კონკურს ფოტოგრაფისა და მულტიმედია ჟურნალისტის შესარჩევად. 

ფოტოგრაფს მოეთხოვება:

  • თემში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიებების ფოტოგადაღება;
  • თემში არსებული მდგომარეობის გამოკვეთა ფოტო-პროექტის სახით;
  • ფოტო-პროექტის შექმნა სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით.

შერჩეული კანდიდატი ყოველთვიურად მოამზადებს 1 ფოტო-პროექტს (15-20 ფოტო + ტექსტი), ხელმძღვანელობასთან წინასწარ შეთანხმებულ საკითხზე. 

 

მულტიმედია ჟურნალისტს მოეთხოვება: 

  • ვიდეოგადაღების ცოდნა;
  • მასალის დამონტაჟება + დატიტვრა:
  • კოუნიკაბელურობა და პრობლემის გამოკვეთს უნარი. 

შერჩეული კანდიდატი ყოველკვირეულად მოამზადებს 2-3 წუთიან 2 ვიდეოს, კვირის განმავლობაში განვითარებულ მთავარ მოვლენაზე, ხელმძღვანელობასთან წინასწარ შეთანხმებით. ვიდეოს ფორმატი მორგებული უნდა იყოს სოციალური მედიის მომხმარებელზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამომგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მარტი.

ინფორმაციისთვის, გორის სათემო რადიო "მოზაიკა" აღნიშნულ კონკურსს აცხადებს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის" ფარგლებში. პროექტის მიზანია, გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის შემუშავება გორის მუნიციპალიტეტში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შერჩეულ აპლიკანტებთან თანამშრომლობა გაგრძელდება 11 თვე.

 გისურვებთ წარმატებებს!

 

 

Read 962 times Last modified on Last modified on თებერვალი 16 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი